2026 წლის 26–28 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენდუში China Food & Drinks Fair გაიმართა. საერთაშორისო გამოფენამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები, ინდუსტრიის პროფესიონალები, დისტრიბუტორები და ბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე პრემიუმ ქართული ღვინის ბრენდი Vazuri საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგა.
Vazuri წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის სპეციალურ სივრცეში Georgian Wine Area-ში, რომელიც საქართველოს უნიკალური მეღვინეობის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ღვინის მემკვიდრეობის გაცნობას ემსახურებოდა. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ Vazuri-ის ღვინოები, აღმოეჩინათ მათი გამორჩეული ხასიათი და უფრო ახლოს გასცნობოდნენ ბრენდის საფუძველში არსებულ ტრადიციებსა და ღირებულებებს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან. აღნიშნულმა შეხვედრებმა საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა და ჩინეთის ბაზარზე Vazuri-ის პოზიციების გაძლიერებას შეუწყო ხელი.
China Food & Drinks Fair-ში მონაწილეობა Vazuri-ის საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა. ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციებისა და თანამედროვე ხედვის გაერთიანებით, Vazuri აგრძელებს ქართული ღვინის მდიდარი მემკვიდრეობის, უნიკალური ხასიათისა და მრავალფეროვნების მსოფლიოსთვის გაცნობას.